როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მისთვის გასაგებია, რომ ამ საკითხზე ახალგაზრდები ემოციურად საუბრობენ, თუმცა მთავრობა ვალდებულია, მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შედეგები კარგად გაიაზროს, რადგან ეს შესაძლოა ახალგაზრდობისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მარიხუანას მოხმარება პირველ ჯერზე მხოლოდ ჯარიმას იწვევს, ხოლო პატიმრობა მხოლოდ განმეორებით შემთხვევებზეა გათვალისწინებული.
შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციასთან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია გამართეს.