2016 წლის 26 მაისიდან 1 ივნისამდე ბორჯომი ჯომარდობაში ევროპის თასის ეტაპს უმასპინძლებს. ჯომარდობის ფედერაციამ აღნიშნული ინფორმაცია რაფტინგის საერთაშორისო ფედერაციისგან გუშინ მიიღო. ევროპის თასის ეტაპი ბორჯომში ჩითახევის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე მტკვარზე ჩატარდება. როგორც ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტმა ჩვენთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა ეს იქნება პირველი საერთაშორისო შეჯიბრი სპორტის ამ სახეობაში, რაც ჩვენს ქვეყანას ამ კუთხით გააცნობს ევროპას