დღეს ბორჯომის ცენტრალურმა ისტორიულმა პარკმა ტრადიციულად ზაფხულის საკურორტო სეზონი გახსნა. პარკი სეზონს სიახლეებით ხვდება. განახლდა ინფრასტრუქტურა. უახლოს მომავალში კი შეიცვლება პარკში შესვლის და ატრაქციონებით სარგებლობის სისტემა. პარკში შესვლის და დასვენების მსურველებმა პლასტიკური ბარათები უნდა შეიძინონ. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, პარკში რამდენიმე საათით ატრაქციონებით სარგებლობა უფასო იყო.