გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომლებმა ახალციხის მუნიციპალიტეტსა და ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანზე სამასალე ხე -ტყის უკანონო ჭრის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევებმა უკანონოდ 33 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე მოიპოვეს.
გარემოსთვის მიყენებული ზიანი 4000 ლარს აღწევს.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში.