ეკომიგრაციის თემაზე მომზადებული საუკეთესო რეპორტაჟისთვის ტელეკომპანია „ბორჯომმა“ კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილი რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის და გურჯაანის ტელევიზიის ჟურნალისტების მიერ მომზადებულმა სიუჟეტებმა გაინაწილეს. სიუჟეტების ჩვენებისა და მათი შეფასებების შემდეგ საქართველოში ეკომიგრაციის კუთხით არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე დისკუსიაც გაიმართა.