გარემოსა და ბუნებრვიი რესურსების დაცვის მინისტრი და ფინეთის ელჩი საქართველოში დაბას სტუმრობდნენ. მათ ტყის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერეს. ტყის გაშენება საქართველოსა და ფინეთის მთავრობების და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ძალისხმევით მიმდინარეობს. პროექტი "მდგრადი განვითარება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა" მალე დასრულდება. 3 წლიანი შედეგების პრეზენტაცია მოწვეულ სტუმრებს გააცნეს.