სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი ბორჯომელი პოლიციელის, გიორგი ბერუაშვილის სახელობის სკვერს, ქუჩას და მემორიალს ბორჯომში შს მინისტრი ვახტანგ გომელაური რამდენიმე წუთში გახსნის. ცერემონიას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრები დაესწრებიან. გიორგი ბერუაშვილის სახელობის ქუჩის, სკვერისა და ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის გახსნა 12:00 საათზე გაიმართება. გიორგი ბერუაშვილი 23 იანვარს, ლიკანში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პატრულირებისას, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა. გიორგი ბერუაშვილი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა..