საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ბორჯომში ტრიო სიმმა დაასრულა. კონცერტი კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართა, სადაც შესრულდა ქართული ხალხური სიმღერები. წარმოდგენილი იყო ძველი და ახალი რეპერტუარი. ღონისძიების ორგანიზატორი ბორჯომის მუნიციპალიტეტი და კულტურის სამსახური იყვნენ.