„საზღვრებთან მოლოდინში“-ასე ერქვა პერფორმანსს, რომელიც დღეს კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართა. თეატრალიზებული წარმოდგენა წეროვანის და ბაზალეთის დევნილთა დასახლებებში მცხოვრები მოზარდების ცხოვრების, მათი მოგონებების, სიზმრების და ოცნებების ერთგვარი პროექცია იყო. დევნილ ბავშვებთან ერთად იყვნენ მოწვეული პროფესიონალი მსახიობები და მოცეკვავეები. ტურნე მთელ საქართველოს მოიცავს . მეექვსე წარმოდგენა ბორჯომში 26 მაისს დაემთხვა. პერფორმანსი ბორჯომის შემდეგ დასავლეთ საქართველოში გადაინაცვლებს.