ბორჯომის ცენტრალურ პარკში და კოსტავას სახელობის ბაღში მცირე ზომის საბავშვო ატრაქციონების განსათავსებლად ელექტრონული აუქციონი გამოცხადდება. საკითხს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით მაქსიმალურად დაცული იქნება დამსვენებლების ინტერესები. კოსტავას ბაღში არ განთავსდება კვების ორიექტები და საბავშვო მანქანები, რომლებიც დამსვენებლებს გადაადგილებაში ხელს უშლიდნენ. გარე მოვაჭრეები სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე გადაინაცვლებენ