ბორჯომში კოსტავას სახელობის ბაღში არსებული ყოფილი პოლიკლინიკის შენობაში მუზეუმი განთავსდება. დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება და აღნიშნული შენობა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცა. შენობა წლების განმავლობაში მიტოვებული და უფუნქციო იყო. რეაბილიტაცია ხელშეკრულების მიხედვით 2018 წელს უნდა დასრულდეს.