დღეს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა ბურჯანაძის პარტიიდან , მაია ხრიკაძემ ტელეკომპანია ,,ბორჯომს“ ბრალი დასდო იმის გამო, რომ სპეციალურად მისთვის სათერო დრო არ გამოჰყო.
ტელეკომპანია ,,ბორჯომი“ არაერთხელ დაუკავშირდა მაია ხრიკაძეს როგორც პოლიტიკურ დებატებში, ასევე საზოგადოებრივ თოქ-შოუებში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა ყოველთვის უარი მიიღო. ამ ეტაპზე ტელეკომპანია ამზადებს საინფორმაციო პროგრამას, რომელშიც მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ ბალანსი, ჟურნალისტური ეთიკის ნორმები და სტანდარტები, რომლის ფორმატიც მიუღებელი აღმოჩნდა საკრებულოს დეპუტატისათვის.