ტელეკომპანია "ბორჯომს" IREX M-TAG-ის პროგრამის კონსულტანტი - მეთ შელი შეფასების ჯგუფთან ერთად სტუმრობდა. ვიზიტის მიზანი ტელეკომპანიაში მიმდინარე პროექტების გაცნობა და არსებული რეალობის შეფასება იყო. ტელეკომპანია "ბორჯომი" IREX M-TAG-ის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შემდეგ IREX-თან თანამშრომლობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გააგრძელებს.