გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომლებმა, ბორჯომისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში, ხე-ტყის გადამამუშავებელი უკანონოდ მოქმედი შვიდი სახერხი საამქრო გამოავლინეს. აღნიშნული საამქროების ტეროტირიაზე ნაპოვნია ასევე, უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორები, რომელთა საერთო ოდენობამ 12 კუბური მეტრი შეადგინა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა შესაბამის ორგანოებში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ხე-ტყის გადამამუშავებელი სახერხი საამქროების მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დაცვის შესწავლის მიზნით, განაგრძობს პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას.