ბორჯომში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების შესაკეთებლად გამოცხადებული ტენდერი უკვე მეორედ ჩაიშალა. ქალაქში არსებულ 6 კორპუსში 11 სამგზავრო და სატვირთო ლიფტის შესაკეთებლად თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2014 წელს გამოიყო.
ლიფტების შეკეთების მოთხოვნით მოსახლეობამ მუნიციპალიტეტს მიმართა, რასაც წინ ამხანაგობების შექმნა უძღოდა. ეს კი ადგილობრივების მხრიდან პროექტის ღირებულების 5%-ით თანადაფინანსებას გულისხმობს. ამ კორპუსებში მცხოვრებლები ლიფტების შეკეთებას უკვე 1 წელია ელოდებიან. სატენდერო კომისია ტენდერის მესამედ გამოცხადებას გეგმავს.