ხვალ ნიკოლოზობის დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე ბორჯომში ტრადიციული მსვლელობა გაიმართება.
მრევლი ტიმოთესუბნის მონასტრიდან წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრამდე გზის 21-კილომეტრიან მონაკვეთს ფეხით გაივლის. მსვლელობაში მონაწილეობის მსურველთათვის მუნიციპალური ავტობუსები რუსთაველის მოედნიდან ტიმოთის მიმართულებით 11:00 საათზე გავლენ.