შინაგან საქმეთა სამინისტრო სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
2015 წლის აპრილის თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულია 2981დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1277 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 42.84%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა-7.22%.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აქვეყნებს დანაშაულის
სტატისტიკას შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების მონაცემებს საგამოძიებო
ქვემდებარეობის მიხედვით.
უწყების ცნობით, 2015 წლის აპრილის თვეში შსს-ს ტერიტორიული
დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია
1958 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1102 დანაშაული.