"ვიაზროვნოთ სწრაფად", ასე ერქვა ზოგადი უნარების ტესტირებას, რომელიც დღეს ფონდთან "ჩვენი ბორჯომისათვის" არსებულ ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა. ასევე ჩატარდა კომპიუტერული კურსის მოსწავლეთა ტესტირება და ნამუშევრების პრეზენტაცია. მოსწავლეები ერთმანეთს კალიგრაფიის კონკურსშიც შეეჯიბრნენ. ბორჯომის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში, სადაც ამჟამად 220 მოსწავლე ირიცხება, კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით ფუნქციონირებს.