ხანძარი დღეს, 18 მაისს დილით საცხოვრებელ სახლს ბორჯომში გაუჩნდა. ქეთევან წამებულის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი სახლიდან გამოსული კვამლი მეზობლებმა შენიშნეს და სახანძრო გამოიძახეს. ამ დროს სახლში სახლის მეპატრონე მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც ბინიდან ასევე მეზობლებმა გამოიყვანეს. მამაკაცი სახლში მარტო იყო და როგორც მეზობლები ამბობენ სახე და ხელები დაეწვა.
ადგილზე მალევე მივიდა ბორჯომის საგანგებო სიტუაცუიების მართვის სამსახური, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
დაშავებული მამაკაცი ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.