აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ბორჯომის და ბაკურიანის ეპარქიაში დღეს ახალციხის და ტაო-კლარჯეთის ეპარქიიდან შეამოაბრძანეს. ბორჯომში ლიტანიობა მოეწყო და ხატი წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში დააბრძანეს. ეპარქიის სამღვდელოებამ დღესვე ლოცვა აღავლინა. საკათედრო ტაძარში მრევლს მოლოცვის საშუალება მთელი ღამე შეეძლება. ხვალ დილიდან კი ბორჯომის და ბაკურიანის მიტროპოლიტი მეუფე სერაფიმე სადღესასწაულო წირვას ჩაატარებს. აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს წირვის შემდეგ სურამის და ხაშურის ეპარქიაში გადააბრძანებენ.