NDI-ის კვლევის მიხედვით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა მოწონების რეიტინგში "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია ლიდერობს. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ირაკლი ალასანია გამოკითხულთა 51%-ს მოსწონს, ხოლო 22%-ს არ მოსწონს.
ამავე რეიტინგში, გამოკითხულთა 44%-ს "ნაციონალური მოძრაობის"
ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე მოსწონს, 25%-ს არ
მოსწონს;
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი გამოკითხულთა 30%-ს
მოსწონს, ხოლო 47%-ს არ მოსწონს;
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე გამოკითხულთა
26%-ს მოწონს, ხოლო 48%- ს არ მოსწონს;
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი გამოკითხულთა 26%-ს
მოსწონს, ხოლო 25%-ს არ მოსწონს.
წყარო: ინტერპრესნიუსი