NDI-ს გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რჩება. ამ მოსაზრებას სრულად ეთანხმება NDI-ს მიერ გამოკითხულთა 28%, ეთანხმება - 31%, გამოკითხულთა მხოლოდ 14% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ არის გადაწყვეტილების მიმღები, მას შემდეგ რაც თანამდებობიდან გადადგა. გამოკითხულთა 21%-მა კი არ იცის, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილების მიმღები.
NDI-ს მიერ გამოკითხულთა 41% აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი
არ უნდა იყოს ჩართული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში,
30%-ის აზრით, სასურველია, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს პოლიტიკური
გადაწყვეტილებების მიმღები პირი და ამასთან ეკავოს ოფიციალური
პოლიტიკური თანამდებობა. 6%-ის აზრით კი, სასურველია ბიძინა
ივანიშვილი იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირი და არ
ეკავოს ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა. გამოკითხულთა 20%-მა არ
იცის უნდა იყოს თუ არა ივანიშვილი ჩართული პოლიტიკურ
გადაწყვეტილებების მიღებაში, 3%-მა კი პასუხზე უარი
განაცხადა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 27 მარტი - 19 აპრილის
პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს
წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების
და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს
CRRC-საქართველო.
წყარო: ინტერპრესნიუსი