NDI-ის კვლევის მიხედვით, სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გამოკითხულთა
87%-ს მოსწონს. პატრიარქი მხოლოდ გამოკითხულთა 2%-ს არ მოსწონს, 6%-ს
მასზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს, 4%-ს პატრიარქის შესახებ არ
სმენია, 2%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.
მოწონების რეიტინგში პატრიარქის შემდეგ მეორე ადგილი უჭირავს
პრეზიდენტს.
კვლევის თანახმად, გიორგი მარგველაშვილი გამოკითხულთა 52%-ს
მოსწონს, 22%-ს არ მოსწონს, 21% მასზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ
აქვს.
წყარო: ინტერპრესნიუსი