NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა ქვეყნის
პირველი პირების: პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის
თავმჯდომარის საქმიანობას საშუალოდ აფასებს. უფრო კონკრეტულად
რესპოდენტთა 3% ფიქრობს, რომ პრეზიდენტი "ძალიან კარგად მუშაობს",
16%-ის აზრით, "კარგად", 54% მარგველაშვილის საქმიანობას საშუალოდ
აფასებს, 13% ცუდად, 3% ძალიან ცუდად, დანარჩენებმა კი შეკითხვაზე
პასუხი ან არ იცის, ან მისი დაკონკრეტებაზე უარს აცხადებს.
რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობის
შეფასების რეიტინგს, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას რესპონდენტთა 2%
"ძალიან კარგად", 14% - "კარგად", 52% - "საშუალოდ", 16% - "ცუდად",
5% - "ძალიან ცუდად" აფასებს.
პარლამენტის თავმჯდომარის შემთხვევაში კი, აღნიშნული რეიტინგები
ასე ნაწილდება: რესპონდენტთა 1%-ის შეფასებით, დავით უსუფაშვილი
ძალიან კარგად მუშაობს, 17%-ის აზრით, კარგად, 51% ფიქრობს, რომ
"საშუალოდ", 13%-ის აზრით, პარლამენტის სპიკერი ცუდად მუშაობს, 2% კი
მის საქმიანობას ძალიან ცუდად აფასებს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 27 მარტი - 19 აპრილის
პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს
წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების
და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს
CRRC-საქართველო.
წყარო-ინტერპრესნიუსი