აღმოსავლეთ საქართველოში 15 მაისის ჩათვლით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი წვიმა და სეტყვა. ტემპერატურა საშუალოდ +22, ღამით +13 გრადუსი იქნება.
მომდევნო დღეების განმავლობაში დასავლეთ საქართველოშიც ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ტემპერატურა საშუალოდ დღისით +22, ღამით +13 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს. მომდევნო დღეების განმავლობაში
თბილისში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ტემპერატურა დღეს,
დღისით +17, ღამე +13 გრადუსი იქნება. 14 და 15 მაისს დღისით
ტემპერატურა +20 გრადუსი, ღამე +10, +13 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, 16 მაისიდან საქართველოში
გამოიდარებს, ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს და 19 მაისამდე
უნალექო ამინდი იქნება.