ბორჯომის და ბაკურიანის ეპარქიაში ხვალ, 13 მაისს აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი ახალციხის და ტაო-კლარჯეთის ეპარქიიდან შემობრძანდება. სასულიერო პირები ხატს საკათედრო ტაძარში გადააბრძანებენ, სადაც ამ დღესვე ლოცვა აღევლინება, 14 მაისს დილით კი სადღესასწაულო წირვა ჩატარდება. საღვთო ლიტურგიის შემდეგ აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი სურამის და ხაშურის ეპარქიაში წაბრძანდება.