ბაკურიანში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 2 ქუჩა წერეთლისა და კოსტავას ქუჩები მოასფალტდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ცენტრალური ბიუჯეტიდან 679 916 ლარი იხარჯება. მოასფალტებასთან ერთად მოწესრიგდება სანიაღვრე არხებიც. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა "არალი" აწარმოებს. ტენდერის პირობებით სამშენებლო კომპანიამ რეაბილიტაცია 25 ივნისს უნდა დაასრულოს.