შეკითხვაზე,
როგორ ხართ 2012
წლის ოქტომბრის შემდეგ
თქვენ და თქვენი
ოჯახი, კატეგორია
"უკეთესად"
აირჩია რესპონდენტთა
11%-მა, 55%-ის
შეფასებით, "იგივე
მდგომარეობაში იმყოფება",
34%-ის მტკიცებით კი
"უარესად".
აღსანიშნავია, რომ
2014 წლის აგვისტოს
კვლევაში იგივე
მაჩვენებელი, ანუ
რესპონდენტთა რაოდენობა
რომელიც მიიჩნევდა,
რომ 2012 წლის
ოქტომბრის შემდეგ მათი
მდგომარეობა გაუარესდა,
17%-ს
შეადგენდა.
გამოკითხვის თანახმად,
რესპონდენტთა 67% თავს
დაუსაქმებლად მიიჩნევს.
თავს დასაქმებულად ასახელებს
გამოკითხულთა 33%.
NDI-მ გამოკითხვა 27
მარტიდან 19 აპრილის
პერიოდში ჩაატარა.
მის ფარგლებში საქართველოს
მასშტაბით 4 360 რესპონდენტი
გამოიკითხა.