ჯანდაცვის
რეფორმის ფარგლებში მოქმედი
სახელმწიფო დაზღვევის
პროგრამით, გამოკითხულთა
43%-მა ისარგებლა,
55%-მა -
არა. რაც
შეეხება იმ
43%-დან
უმრავლესობას, ვინც
დაზღვევის პროგრამა
გამოიყენა, 57% გაწეული
მომსახურებით "სრულიად
კმაყოფილი", 33% -
"ნაწილობრივ კმაყოფილი", 5 %
- "ნაწილობრივ უკმაყოფილო",
3% კი - "სრულიად
უკამყოფილო"
დარჩა.
რაც
შეეხება შეკითხვას,
ბოლო ერთი წლის
განმავლობაში მიმართეთ თუ
არა შემდეგ
დაწებულებებს: გადაუდებელი
დახმარების ოპერატიული
მართვის ცენტრს (112)
რესპოდენტთა 32%
დაუკავშირდა, იუსტიციის
სახლს - 24%,
მერია/გამგეობას -
11%, საკრებულოს 6%,
პოლიციას - 3%, სასამართლოს
- 2%, პარლამენტსა და
პროკურატურას კი -
1%.
ამასთან,
112-ის მიერ გაწეული
მომსახურებით რესპონდენტთა
90%-ზე მეტი
კმაყოფილი დარჩა, 6% -
უკმაყოფილო. იუსტიციის
სახლის მომსახურებასთან
დაკავშირებით კმაყოფილება
96%-მა
დააფიქსირა, მერიის
და გამგეობის მიერ
გაწეული მომსახურება
დადებითად 58%-მა
შეაფასა, საკრებულოს
მომსახურებით კმაყოფილია -
69%, პოლიციის მიერ
გაწეული მომსახურებით კი
- 70%.