NDI-ს
კვლევის მიხედვით,
გამოკითხულთა უმეტესობა
ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ
პარტიად "ნაციონალურ
მოძრაობას"
ასახელებს.
შეკითხვაზე, რომელ
პარტიას მიიჩნევთ ყველაზე
ძლიერ ოპოზიციურ პარტიად
საქართველოში, "ნაციონალური
მოძრაობა" რესპოდენტთა
44%-მა დაახელა,
მეორე ადგილზეა
6%-ით
"თავისუფალი
დემოკრატები", მესამეზე
კი 5%-ით
"პატრიოტთა
ალიანსი".
რაც
შეეხება სხვა პოლიტიკურ
ძალებს მათი პროცენტული
მაჩვენებელი ასე ნაწილდება
- "დემოკრატიული
მოძრაობა" - 4%,
"ლეიბორისტული პარტია" - 3%,
"თავისუფალი საქართველო" -
1% და სხვა პარტიები
- 11%.
გამოკითხულთა
2%-მა ყველაზე
ძლიერ ოპოზიციურ პარტიად
მმართველი პარტია -
"ქართული ოცნება -
დემოკრატიული საქართველო"
დაასახელა. ასევე
23%-მა აირჩია
კატეგორია - "არც
ერთი", დანარჩენმა
პასუხისგან ან თავი
შეიკავა ან შემოხაზა
კატეგორია "არ
ვიცი".
კვლევა
27 მარტიდან 19
აპრილის პერიოდში
ჩატარდა. კვლევის
ფარგლებში 4 360 რესპონდენტი
გამოიკითხა