ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო,აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს თემაზე: "საზოგადოების განწყობა საქართველოში".
NDI-ს კვლევის
მიხედვით, გამოკითხულთა
45%-ის აზრით,
ხელისუფლება მათთვის
მნიშვნელოვან ცვლილებებს
ახორციელებს, 50%-ის
შეფასებით კი -
არა. ასე
ნაწილდება გამოკითხულთა
პროცენტული მაჩვენებელი
შეკითხვაზე - რამდენად
ეთანხმებით ან არ
ეთანხმებით მოსაზრებას,
რომ არსებული ხელისუფლება
ახორციელებს თქვენთვის
მნიშვნელოვან ცვლილებებს,
აღნიშნულ მოსაზრებას 45%
ეთანხმება, 50% - არ
ეთანხმება.
რაც
შეეხება შეკითხვას,
საპარლამენტო ოპოზიცია რომ
ხელისუფლებაში იყოს
განახორციელებდა თუ არა
მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან
ცვლილებებს, 51%-ის
აზრით, ეს ასე
არ იქნებოდა, 22%
კი - აღნიშნულ
მოსაზრებას
ეთანხმება.
კვლევა
27 მარტიდან 19
აპრილის პერიოდში
ჩატარდა. კვლევის
ფარგლებში 4 360 რესპოდენტი
გამოიკითხა.