5 დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ახალდაბაში მცხოვრები მზია ბარბაქაძე დღეს, ხაშურის რაიონის სოფელ ხცისში გარდაცვლილი იპოვეს. სამძებრო სამუშაოებში ბორჯომის სამაშველო სამსახურთან ერთად ჩართული იყო სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოები. შეგახსენებთ, რომ თვითმხილველების თქმით 55 წლის ქალბატონი მდინარეში შევიდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.