ხანძთელის და რობაქიძის ქუჩის მცხოვრებლების განცხადებით, წვიმის დროს მიწა იშლება და მათ საცხოვრებელ სახლებს საფრთხე ექმნება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა საყრდენ კედლებთან დაკავშირებით ადგილობრივებს განცხადებით მიმართვას ურჩევს. რაც შეეხება სანიაღვრე არხს, როგორც აცხადებენ ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს რამდენიმე დღეში დაიწყებს.