მხარის გუბერნატორმა დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბორჯომში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოები ამ დროისთვის ბარათაშვილის და 9 აპრილის ქუჩებზე მიმდინარეობს, იგეგმება 300 არაგველის ქუჩის მოასფალტება, სილამაზის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია და ე.წ. მტრედის ხიდთან სკვერის მოწყობა.
დღესვე ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა ბაკურიანში მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერეს. ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება საკურორტო სეზონის დაწყებამდე იგეგმება.