ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით ბორჯომში "სოკარის" ბენზინგასამართ სადგურთან მოხდა. Volkswagen-ის მარკის ავტომობილი რომელიც ბორჯომი-თბილისის ცენტრალურ მააგისტრალზე მოძრაობდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კლდეს შეეჯახა. მანქანას თბილისში მცხოვრები პიროვნება მართავდა. შემთხვევის ადგილზე არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს გამოძიება.