ჩითახევის ჰიდროელექტროსადგური ორი დღის განმავლობაში არ იმუშავებს. ელექტროსადგურის კაშხალზე გეგმიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. კაშხალის ე.წ. გარეცხვა ყოველწლიურად ხდება. მასში ნარჩენების და ნაგვის დაგროვებას მტკვრის ადიდებაც უწყობს ხელს.
სამუშაოები დღეს, 4 მაისს დაიწყო და ხვალ დასრულდება. სამუშაოები ბორჯომის მოსახლეობისთვის ელ. ენერგიის მიწოდებას არ შეაფერხებს. შესაძლოა მოხდეს მტკვრის დონის ცვლილება.