რობაქიძის ქუჩის მცხოვრებლები გზის მოასფალტებას ითხოვენ. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მათ ყოფილ და ამჟამინდელ ხელისუფლებასაც მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადებით ამ ეტაპზე ადგილობრივ ბიუჯეტში საკმარისი თანხები არ არის და დაფინანსებას ისინი ცენტრალური ბიუჯეტიდან ელიან.