საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტს თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობას გიგლა აგულაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პორტფელს კი ტარიელ ხეჩიკაშვილი ჩაიბარებს.
რესპუბლიკური პარტიის წევრი თინა ხიდაშელი, პალრამენტში, ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში ის პირველი ქალი მინისტრი იქნება.
გიგლა აგულაშვილი რესპუბლიკური პარტიის წევრია, პარლამენტში ის აგრარულ საქმეთა კომიტეტს თავმჯდომარეობდა. რაც შეეხება ტარიელ ხეჩიკაშვილს, ის იბერია ბიზნეს ჯგუფის პრეზიდენტი იყო.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მან მინდია ჯანელიძეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაბრუნება შესთავაზა.
მთავრობის განახლებულ შემადგენლობა პარლამენტს წარედგინება. კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედის შეცვლის შემდეგ, მისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადება იქნება საჭირო.