სანატორიუმ ლიკანის მეორე კორპუსში მცხოვრებლებს საკანალიზაციო სისტემის პრობლემა აღარ ექნებათ, კორპუსში ძველი მილები ახლით იცვლება. დევნილები სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციასაც ითხოვენ. საკანალიზაციო სისტემა უკვე მოწესრიგდა ლიკანის მესამე კორპუსში. სანატორიუმ "ბორჯომში" კი სამუშაოები ჯერ არც დაწყებულა. ლიკანის მესამე კორპუსში ასევე დაგეგმილია სახურავის რებილიტაცია. აღნიშნული სამუშაოებისათვის დევნილთა სამინისტროდან 202 000 ლარი იხარჯება. სამომავლოდ იძულებით გადაადგილებული პირები საცხოვრებელი ფართებითაც დაკმაყოფილდებიან.