პროექტი "მდგრადი განვითარება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა" მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება. გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში დღეს საანგარიშო შეხვედრა გამართეს. მოწვეულ სტუმრებთან ერთად მათ პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული ეკო-კლუბების საქმიანობა შეაფასეს და თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივები განიხილეს.