პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 1800 ვეტერანი ერთჯერადად 1000 ლარიან დახმარებას, ხოლო მარჩენალდაკარგული 500 ოჯახი 500 ლარიან დახმარებას მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა.