უამინდობამ ბაკურიანში შიდა გზების მოსფალტების სამუშაოები შეაფერხა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია რამდენიმე დღეა დაგეგმილ სამუშაოებს ვერ ახორციელებს.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერებულა ბორჯომში. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვარაუდობს, რომ წვიმიანი ამინდები მიმდინარე პროექტების ჩაბარების ვადებზე არ იმოქმედებს და ყველა პროექტი ტენდერის პირობებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება.