"დემოკრატიის ხელშეწყობა"- ასე ჰვქია პროექტს, რომლის ფარგლებშიც 3 დღიანი ტრენინგი ბორჯომში დღეს დასრულდა. პროექტის პირველ ეტაპზე ტრენერების გადამზადება მოხდა, შემდგომში ტრენინგები მასწავლებლებისთვისაც ჩატარდება, მიღებულ გამოცდილებას კი ისინი სკოლებში მოსწავლეებს გაუზიარებენ. პროექტს პოლონეთის სამოქალაქო განათლების ცენტრი და მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" ერთობლივად ახორციელებენ.