საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის თანამშრომელი, რევაზ კურტანიძე დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მოქალაქეს ქრთამის
სახით გამოართვა გარკვეული ოდენობის თანხა, რის სანაცვლოდაც დაპირდა,
რომ უფლებას მისცემდა, მისი სამოქმედო სატეო უბნის ტერიტორიაზე
უკანონოდ მოეპოვებინა დიდი ოდენობით ხე-ტყის მასალა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის I
ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლიდან 9 წლამდე
ვადით.