დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები დღეს სანატორიუმ "ბორჯომის" დირექტორს - კახა ქოქუაშვილს შეხვდნენ. აღნიშნულ კორპუსში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია დაიწყება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს, თანხა უკვე გამოყოფილია. სამინისტროს წარმომადგენლებმა ის ადგილი მოინახულეს, სადაც უახლოეს პერიოდში მილების რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს და შესასრულებელი სამუშაოები დაგეგმეს. აღნიშნულ თემაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს.