"შეცვალე ძველი პირადობა ახლით", აქცია ქვეყნის მასშტაბით 20 აპრილიდან დაიწყო და 20 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც 16 წელი უკვე შეუსრულდათ და არ ჰქონიათ ელექტრონული პირადობის მოწმობა, ID ბარათს უფასოდ მიიღებენ. ბორჯომის სამოქალაქო რეესტრში მსურველთა აქტიურობა უკვე შეინიშნება. იუსტიციის სამინისტრომ აღნიშნული აქცია საარჩევნო სიების სრულყოფისათვის დაიწყო.