თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, აღმოსავლეთ საქართველოს პარტიის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და საკრებულოს წევრებს შეხვდა. სხდომა ბორჯომის ხეობაში სასტუმრო „ბორჯომი პალასში“ გაიმართა. პარტიის წევრებმა რეგიონებში მუშაობის მიმდინარეობა განხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. როგორც პარტიის ლიდერმა განაცხადა, კოლიციის დატოვების შემდეგ მათ განაახლეს რეგიონებში პარტიული ორგანიზაციების განვითარება, ამიტომ მისივე თქმით მსგავსი სახის შეხვედრები, ადგილობრივიო წარმომადგენელებისათვის მნიშვნელოვანია.