ჯალაღონიების ოჯახი ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრის მედ-პერსონალს უყურადღებობაში ადანაშაულებს. პაციენტი სავარძლიდან გადმოვარდა და სახის არე დაიზიანა. ეთერ ჯალაღონია საავადმყოფოში გულის მწვავე უკმარისობის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების საშუალებით გადმოიყვანეს. მისი ოჯახი ბორჯომის სამედიცინო ცენტრში მკურნალობის გაგრძელებაზე უარს აცხადებდა და თბილისში გაწერას ითხოვდა. ოჯახის პრეტენზიებს პასუხობენ ბორჯომის სამედიცინო ცენტრში.