ბორჯომის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 8400 ლარით გაიზარდა. გადაწყვეტილება დღეს საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. 6200 ლარი ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ბიუჯეტს დაემატება. 2200 ლარით კი მუნიციპალიტეტი ბორჯომში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს ეხმარება. ოჯახის ერთ-ერთი წევრი საზღვარგარეთ სამკურნალოდ მიემგზავრება, ტრანსპორტირების ხარჯებს მუნიციპალიტეტი დაფარავს.