ბორჯომში საგზაო ნიშნების სწორად დამონტაჟებას ითხოვენ ადგილობრივები. მძღოლების უმეტესობა აცხადებს, რომ საგზაო ნიშნები ქალაქის ქუჩებში არა თვალსაჩინო ადგილებშია დამონტაჟებული. ასევე შუქნიშნების დამონტაჟებას ითხოვს მოსახლეობა. აღნიშნული საკითხი საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრეროგატივაა. პრობლემის მოგვარების მიზნით ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დეპარტამენტს წერილობით უკვე მიმართა.